Pages

Wednesday, July 4, 2018

კურორტები საქართველოში, სადაც დასვენება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა უკვე ფიქ­რობს, სად გა­ა­ტა­როს კუთ­ვნი­ლი შვე­ბუ­ლე­ბა. თუ გაქვთ სა­ო­ფი­სე სამ­სა­ხუ­რი, ან მუ­შა­ობთ ფი­ზი­კუ­რად, ალ­ბათ, და­გა­ინ­ტე­რე­სებთ, სა­ქარ­თვე­ლოს რო­მელ კუ­რორტზე სჯობს დას­ვე­ნე­ბა, რომ თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო იყოს. ambebi.ge-ზე მიმ­დი­ნა­რე ინ­ტერ­ნეტ­კონ­ფე­რენ­ცი­ის დროს დას­მულ კი­თხვებს თბი­ლი­სის ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტის ექი­მი-თე­რა­პევ­ტი მა­ნა­ნა ტა­ბი­ძე პა­სუ­ხობს.
გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი:
მკი­თხვე­ლი:
რო­დის ჯო­ბია ბავ­შვე­ბის წაყ­ვა­ნა მთა­ში და რო­მე­ლია სა­უ­კე­თე­სო კუ­რორ­ტი?
- შვე­ბუ­ლე­ბის გა­ტე­რე­ბას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ვი­ნა­ი­დან ეს არის ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პე­რი­ო­დი, რო­დე­საც უნდა მოხ­დეს ფი­ზი­კუ­რი ემო­ცი­უ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ენერ­გი­ის აღ­დგე­ნა, რო­მე­ლიც ჩვენ დავ­ხარ­ჯეთ გა­სუ­ლი წლის მან­ძილ­ზე. უნდა გვქონ­დეს ენერ­გი­ის ისე­თი მა­რა­გი, რო­მე­ლიც გაგ­ვაძ­ლე­ბი­ნებს სა­მუ­შაო პე­რი­ოდს. ამი­ტომ, დას­ვე­ნე­ბის ად­გი­ლის არ­ჩე­ვა არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მე, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა სწო­რი მიდ­გო­მა. სამ­კურ­ნა­ლო კუ­რორ­ტის არ­ჩე­ვა უნდა მოხ­დეს იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ არ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ორ­გა­ნიზ­მი. სჭირ­დე­ბა თუ არა ორ­გა­ნიზმს სამ­კურ­ნა­ლო ფაქ­ტო­რე­ბი. სამ­კურ­ნა­ლო ფაქ­ტო­რე­ბი კი არის მი­ნე­რა­ლე­ბი, კლი­მა­ტი, წყალ­სა­ცა­ვე­ბი და ტა­ლა­ხი.
იმის­თვის, რომ ბავ­შვე­ბი მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე ჯან­მრთე­ლე­ბი იყ­ვნენ და ჰქონ­დეთ ბრძო­ლის უნა­რი სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის მი­მართ, სა­ჭი­როა მათი ორ­გა­ნიზ­მის გა­კა­ჟე­ბა და უკე­თე­სია, თუ ეს მოხ­დე­ბა მთის კუ­რორ­ტე­ბის პი­რო­ბებ­ში. მთის კუ­რორ­ტე­ბი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მოქ­მე­დე­ბის არი­ან და მათი კლი­მა­ტი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მის­თვის.
კარ­გია ბავ­შვე­ბის წაყ­ვა­ნა ბორ­ჯომ­ში, კი­კეთ­ში, კო­ჯორ­ში, მან­გლის­ში, წყნეთ­ში, სა­გუ­რა­მო­ში, იმის მი­ხედ­ვით, რა ასა­კის არის ბავ­შვი.თუ ბავ­შვი ძა­ლი­ან მცი­რე ასა­კის არის, უმ­ჯო­ბე­სია ქა­ლაქთან ახ­ლოს მდე­ბა­რე კუ­რორ­ტე­ბი, რად­გა­ნაც უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მია ძი­რი­თად სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილ­თან და სხვა­დას­ხვა პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც შე­იძ­ლე­ბა.
რო­მე­ლი კუ­რორ­ტია სა­სურ­ვე­ლი?
- ალერ­გი­უ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის რო­გორც ასე­თი, გან­სა­ზღვრუ­ლი კუ­რორ­ტე­ბი არ არ­სე­ბობს. ალერ­გია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თის­თვის რო­მე­ლი­ღაც უმ­ნიშ­ვნე­ლო ალერ­გე­ნი იყოს წამ­ყვა­ნი ამა თუ იმ კუ­რორტზე. ადრე სუ­რა­მი იყო სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა ალერ­გი­უ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის, ასე­ვე ვურ­ჩევ­დი ბა­კუ­რი­ანს, შოვს, ბახ­მა­როს და ბორ­ჯო­მის სა­კუ­რორ­ტო ზო­ნას. ან რო­მე­ლი­მე კარ­გი სო­ფე­ლი, სა­დაც ბავ­შვი კარ­გად იგ­რძნობს თავს.
მკი­თხვე­ლი:
მათ­თვის, ვი­საც აწუ­ხებს ვე­ნე­ბი, რო­მე­ლი კუ­რორ­ტია სა­სარ­გებ­ლო?
- ასეთ­მა პი­როვ­ნე­ბებ­მა უნდა ჩა­ი­ტა­რონ პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ასე­თი და­ა­ვა­დე­ბის­თვის ცურ­ვა და აქ­ტი­უ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბი არის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი წა­მა­ლი. ამა­ვე დროს, უნდა ჩა­ი­ტა­როს კუ­რორ­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბა მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის აბა­ზა­ნე­ბით და ფი­ზი­ო­თე­რა­პი­ით. ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არის თბი­ლი­სის ბალ­ნე­ო­ლო­გი­ურ კუ­რორ­ტში, სა­დაც ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ჩა­ი­ტა­როს ყვე­ლა ის მკურ­ნა­ლო­ბა, რა­საც სპე­ცი­ა­ლის­ტი და­უ­ნიშ­ნავს. თუ მას ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა უნდა, მა­შინ მის­თვის კარ­გია წყალ­ტუ­ბოს აბა­ზა­ნე­ბი, ბორ­ჯო­მის ნახ­ში­რორ­ჟან­გი­ა­ნი აბა­ზა­ნე­ბი, ყვე­ლა მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს ამა თუ იმ ად­გილ­ზე და რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა აბა­ზა­ნე­ბის სა­ხით ვე­ნე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ. სპე­ცი­ფი­უ­რი წყა­ლი ვა­რი­კო­ზუ­ლი ვე­ნე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ არ არ­სე­ბობს, უბ­რა­ლოდ ყვე­ლა­ნა­ი­რი წყლის პრო­ცე­დუ­რე­ბი ძა­ლი­ან კარ­გია.რას ურ­ჩევთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ოფის­ში მუ­შა­ო­ბენ და მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მჯდო­მა­რე სა­მუ­შაო აქვთ?
- აუ­ცი­ლე­ბე­ლია შვე­ბუ­ლე­ბა აქ­ტი­უ­რად გა­ა­ტა­როს. რაც შე­იძ­ლე­ბა დიდი ხანი იყოს სუფ­თა ჰა­ერ­ზე, იმოძ­რა­ოს, ია­როს, იცუ­რა­ოს, თუ ახალ­გაზ­რდაა, წა­ვი­დეს ტუ­რის­ტულ ლაშ­ქრო­ბებ­ში და სხვა. უნდა ეცა­დოს, რომ ყვე­ლა კუნ­თი და სახ­სა­რი აა­მოძ­რა­ოს და დას­ვე­ნე­ბა აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს; არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა პა­სი­უ­რად, წა­მო­წო­ლილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყოს. მთა­ვა­რია კა­ნის გა­კა­ჟე­ბა. და­ხუ­რულ შე­ნო­ბა­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს კანი და­სუს­ტე­ბუ­ლი აქვთ, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­რეთ, ჩრდილ­ში ყოფ­ნა, რომ კანი გა­კაჟ­დეს და მი­ი­ღოს ჰა­ე­რის აბა­ზა­ნა.რო­მე­ლი კუ­რორ­ტია კარ­გი ას­თმი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის?
- ბრონ­ქუ­ლი ას­თმი­სა და ალერ­გი­ის მკურ­ნა­ლო­ბის დროს კარ­გია: ბა­კუ­რი­ა­ნი, სუ­რა­მი, შოვი, ბახ­მა­რო და სა­შუ­ა­ლო მთის ყვე­ლა კუ­რორ­ტი. ყვე­ლა­ნა­ი­რად უნდა მო­ე­რი­დონ შავი ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლს, რად­გან იქა­უ­რი ნო­ტიო სუპტ­რო­პი­კუ­ლი კლი­მა­ტი ას­თმი­ა­ნე­ბის­თვის მძი­მე გა­და­სა­ტა­ნია და შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს. ით­ვლე­ბა, რომ რაც უფრო მაღ­ლა ვართ, წნე­ვა იც­ვლე­ბა. ჟანგბა­დის წნე­ვა უფრო და­ბა­ლია და ამა­ვე დროს უფრო გრი­ლი ჰა­ე­რია. მა­ღა­ლი კლი­მა­ტი იწ­ვევს შეც­ვლი­ლი რე­აქ­ტი­უ­ლო­ბის მო­წეს­რი­გე­ბას, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის მო­წეს­რი­გე­ბას. სის­ხლმბა­დი ორ­გა­ნო­ე­ბის ფუნ­ქცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბას. იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბას და ფერ­მენ­ტუ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენ ვღე­ბუ­ლობთ გა­კა­ჟე­ბულ და გა­ჟან­სა­ღე­ბულ ორ­გა­ნიზმს.
მკი­თხვე­ლი:
სხვა­დას­ხვა კუ­რორტზე რამ­დენ კვი­რი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით უნდა წა­ვიყ­ვა­ნოთ ბავ­შვი?
- ერ­თკვი­რი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით ბავ­შვის დას­ვე­ნე­ბა თით­ქმის არ ით­ვლე­ბა დას­ვე­ნე­ბად. რო­დე­საც ბავ­შვი გაგ­ყავთ ახალ ად­გილ­ზე, მას სჭირ­დე­ბა ადაპ­ტა­ცი­ის ანუ მიჩ­ვე­ვის პე­რი­ო­დი, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლას დიდ­საც და პა­ტა­რა­საც. ამას რამ­დე­ნი­მე დღე ჭირ­დე­ბა. ამი­ტომ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ ერთი კვი­რა ბავ­შვი არის ერთ გა­რე­მო­ში, მი­ეჩ­ვია ამ გა­რე­მოს და ამ დროს ჩვენ ვწყვეტთ მას და გა­დაგ­ვყავს მე­ო­რე გა­რე­მო­ში, სხვა კლი­მა­ტურ ზო­ნა­ში; ეს მის­თვის დამ­ტვირ­თვე­ლია და ვერ ჩავ­თვლით, რომ მან მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­ი­ტა­რა. ერთი თვე მა­ინც, ბავ­შვი უნდა იყოს ერ­თნა­ირ გა­რე­მო პი­რო­ბებ­ში. რად­გა­ნაც ჩვენს პე­რი­ოდ­ში, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, ძა­ლი­ან რთუ­ლია დიდი ხნით და­სას­ვე­ნებ­ლად წას­ვლა, ის ორი კვი­რაც, თუ ერთ კუ­რორტზე წახ­ვალთ, რა თქმა უნდა, რა­ღაც პა­ტა­რა შე­დეგს მო­ი­ტანს. თუმ­ცა უკე­თე­სია, თუ ბავ­შვი ცოტა ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დით გავა ქა­ლა­ქი­დან.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment