Pages

Tuesday, July 3, 2018

ვინ იყო მოტოციკლისტი, რომელიც თბილისში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

თბი­ლის­ში, დღეს დი­ლით მომ­ხდარ ავა­რი­ას 23 წლის მა­მა­კა­ცი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა და­ახ­ლო­ე­ბით 12:00 სა­ათ­ზე მოხ­და, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. ერ­თმა­ნეთს მო­ტო­ციკ­ლი და ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯახ­ა. შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად მო­ტო­ციკ­ლის მძღო­ლი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.
რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ყვე­ბი­ან, ბა­ი­კე­რის და მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნის შე­ჯა­ხე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ მო­ტო­ციკ­ლის მძღო­ლი გზის სა­პი­რის­პი­რო ზოლ­ში გა­და­ის­რო­ლა. ახალ­გაზ­რდა ად­გილ­ზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მის­ვლამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც ად­გილ­ზე თვითმხილ­ვე­ლის გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­და­ნაც ჩანს, შე­ჯა­ხე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ მო­ტო­ციკ­ლი ნა­წი­ლე­ბად და­ი­შა­ლა.
"მოტო აქეთ მხა­რეს ეგდო, და­ჭეჭყი­ლი, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი, გზა­ზე იდგა ბევ­რი პატ­რუ­ლი და სას­წა­რა­ფო" - ყვე­ბა ავა­რი­ის შე­სა­ხებ ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი.დიდი სის­წრა­ფით მო­დი­ო­და გლ­და­ნის მხრი­დან, მან­ქა­ნას და­არ­ტყა და გად­მო­ის­რო­ლა აქეთ, მე­ო­რე მხა­რეს, სა­დაც მო­მა­ვალ მან­ქა­ნას შე­ას­კდა კი­დევ" - ყვე­ბა ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი "იმედ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.
რო­გორც AMBEBI.GE ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ს მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბის და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.
AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლი 23 წლის ზუკა გვა­ზა­ვაა. ის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, ლე­ვან გვა­ზა­ვას ვაჟი იყო. რო­გორც ირ­კვე­ვა, და­ღუ­პუ­ლი დიდი ხა­ნია მარ­თავს მო­ტო­ციკლს.
ზუკა გვა­ზა­ვას შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო ჯღარ­კა­ვაც:
"რო­გორ მახ­სოვს ზუ­კას და­ბა­დე­ბა, რა ბედ­ნი­ე­რი იყო ლე­ვა­ნის მამა ზურა გვა­ზა­ვა, ზურა გვა­ზა­ვა გაჩ­ნდა­ოო. ლე­ვა­ნის ერ­თა­დერ­თი ვაჟ­კა­ცი! დღეს რო­გორ გა­ნუ­გე­შო ლე­ვან, ზუკა აღარ არის, მისი და­ბა­დე­ბის ლხი­ნის სუფ­რას და­ვეს­წა­რი, მის დაკ­რძალ­ვას და პა­ნაშ­ვიდს ვერ და­ვეს­წრე­ბი... მა­პა­ტიე ლე­ვან, რო­გორ გა­ნუ­გე­შო არ­ვი­ცი, გაძ­ლი­ერ­დი ამ მძი­მე წუ­თებ­ში,რა­ტომ და­ი­სა­ჯე ასე რა­ტომ?" - წერს ნინო ჯღარ­კა­ვა პოს­ტში.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment