თბილისში, დღეს დილით მომხდარ ავარიას 23 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, ბაიკერის და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მოტოციკლის მძღოლი გზის საპირისპირო ზოლში გადაისროლა. ახალგაზრდა ადგილზე სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. როგორც ადგილზე თვითმხილველის გადაღებული ფოტოდანაც ჩანს, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მოტოციკლი ნაწილებად დაიშალა.
"მოტო აქეთ მხარეს ეგდო, დაჭეჭყილი, გაუბედურებული, გზაზე იდგა ბევრი პატრული და სასწარაფო" - ყვება ავარიის შესახებ ერთ-ერთი თვითმხილველი.დიდი სისწრაფით მოდიოდა გლდანის მხრიდან, მანქანას დაარტყა და გადმოისროლა აქეთ, მეორე მხარეს, სადაც მომავალ მანქანას შეასკდა კიდევ" - ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი "იმედთან" ინტერვიუში.
როგორც AMBEBI.GE შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ს მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაღუპული 23 წლის ზუკა გვაზავაა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან გვაზავას ვაჟი იყო. როგორც ირკვევა, დაღუპული დიდი ხანია მართავს მოტოციკლს.
ზუკა გვაზავას შესახებ "ფეისბუქზე" წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავაც:
"როგორ მახსოვს ზუკას დაბადება, რა ბედნიერი იყო ლევანის მამა ზურა გვაზავა, ზურა გვაზავა გაჩნდაოო. ლევანის ერთადერთი ვაჟკაცი! დღეს როგორ განუგეშო ლევან, ზუკა აღარ არის, მისი დაბადების ლხინის სუფრას დავესწარი, მის დაკრძალვას და პანაშვიდს ვერ დავესწრები... მაპატიე ლევან, როგორ განუგეშო არვიცი, გაძლიერდი ამ მძიმე წუთებში,რატომ დაისაჯე ასე რატომ?" - წერს ნინო ჯღარკავა პოსტში.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment