რობოტები რომ ნელნელა სხვადასხვა პროფესიის ადამიანების გაქრობას გამოიწვევენ, ამაზე უკვე დიდი ხანია მსჯელობენ, თუმცა, თუ რომელ პროფესიას ემუქრება საფრთხე, ეს ჯერ კიდევ დისკუსიის საგანია.
რობოტებს უკვე შეუძლიათ გაასუფთავონ ბირთვული კატასტროფის ადგილები
ნარჩენებისგან, შეასრულონ მშენებლობაზე გარკვეული ფუნქციები, ავტომატიზირებული მანქანები უკვე ანაცვლებენ ფინანსურ ექსპერტებს, ექიმებსაც კი გარკვეულწილად.
რაც შეეხება მასწავლებლებს..
როგორც ექსპერტები ამბობენ, ყველა მოსწავლეს სწავლის განსხვავებული უნარები აქვს, კარგი
როგორც ენტონი სელდონი აცხადებს, დაახლოებით ათ წელიწადში მასწავლებელს მხოლოდ დისციპლინის უზრუნველყოფის ფუნქცია ექნება. ხოლო რობოტი მასწავლებლები შეძლებენ უზრუნველყონ ყველა ბავშვის ჩართულობა სწავლის პროცესში, ისინი შეძლებენ აღიქვან მოსწავლეების ხმა, დააკვირდებიან მათ სახეებს და მიხვდნენ, გაიგეს თუ არა მოსწავლეებმა მიწოდებული ინფორმაცია.
რობოტ მასწავლებლებს, სელდონის მოსაზრებით, კიდევ რამდენიმე უპირატესობა ექნება, ისინი არასოდეს დააგვიანებენ სკოლაში, და არასოდეს გააცდენენ გაკვეთილს ავადმყოფობის გამო.
თუმცა, მაინც გამოწვევად რჩება ერთი საკითხი:
როგორ შეძლებენ ისინი არამოტივირებული მოსწავლეებისთვის მოტივაციის მიცემას? ან როგორ მოექცევიან იმ მოსწავლეებს, რომლებიც პატივს არ სცემენ მას?
როგორც University College London Knowledge Lab-ის პროფესორი როუზ ლაკინი აცხადებს, დღეის მდგომარეობით ვერცერთი ციფრული სისტემა ვერ შეძლებს ადამიანს კონკურენცია გაუწიოს ამ სფეროში.
"არ მჯერა რომ რობოტს შეუძლია იმ ყველა მოვალეობის შესრულება, რასაც ადამიანი ყოველდღე ახერხებს, ასევე არ მჯერა რომ რომელიმე რობოტი შეძლებს განივითაროს ყველა ის უნარი და შესაძლებლობა, რაც ადამიან მასწავლებლებს შეუძლიათ", - აცხადებს ლაკინი.
თუმცა, რამდენიმე კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც ადამიანისა და რობოტი მასწავლებლების უნარებია შედარებული, არ არის გამოკვეთილი თუ რამდენად უკეთ შეუძლია ადამიანს რეალურად რობოტზე უკეთ მასწავლებლის მოვალეობის შესრულება. ამ სიტუაციაში, როუზ ლაკინი თანხმდება იმ მოსაზრებას, რომ განათლების სისტემის განვითარების პროცესში ადამიანურ რესურსთან ერთად ხელოვნური ინტელექტიც მნიშვნელოვანია.

allnews.ge/
No comments:
Post a Comment