Wednesday, August 8, 2018

🔴 გაფრთხილება: დილის საათებში, სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ძალიან ძლიერი წვიმა


9 აგვისტოს, დილი საათებში ამინდი გაუარესდება და  სანაპირო კურორტებსა და დასავლეთ საქართველოში ინტენსიური ნალექია მოსალოდნელი.


ღამის განმავლობაში, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ინტენსიურად გავრცელდება გრილი და ნოტიო ჰაერის მასები, შედეგად იქნება ძლიერი და ზოგან ძალიან ძლიერი წვიმა, ამავდროულად გაძლიერდება დასავლეთის ქარი და ზღვაზე შეიქმნება შტორმული სიტუაცია.
იმის გათვალისწინებით, რომ გასულ დღეებში მოსული წვიმის გამო, ნიადაგი გაჯერებულია წყლით, არსებობს სტიქიური პროცესების განვითარების მაღალი საშიშროება.


მდინარეებსა და მშრალ ხეობებში შესაძლოა ღვარცოფული ნაკადების ფორმირება, უეცარი წყალმოვარდნა და გზებზე გადაადგილების შეფერხება.
ასევე, ნავარაუდევია ძლიერი ელჭექი, რის გამოც მიზანშეწონილია აღნიშნული პროცესის დროს გამორთოთ ელექტროხელსაწყოები.
http://ajaratv.ge/

No comments:

Post a Comment