Pages

Monday, August 6, 2018

ვინ არის და რას საქმიანობს ქართველი ბიზნესმენი, რომლის შვილიც გარდაცვლილი იპოვეს

ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შვილი მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს. რუსული მედიის ინფორმაციით, 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტიას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავში აქვს მიყენებული. მისი ცხედარი ბინაში იპოვეს, სადაც კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი.„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, სამართალდამცველები თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობენ.

„ბიზნესპრესნიუსი“ მიხეილ ხუბუტიას ქონებისა და საქმიანობის შესახებ გთავაზობთ ინფორმაციას. 
 

მიხეილ ხუბუტია 1999 წლიდან მოყოლებული რუსეთში უძრავი ქონების ბიზნესით არის დაკავებული. რუსეთში ის ერთ-ერთია იმ მილიონერ ბიზნესმენთა შორის, რომელმაც იცის, როდის უნდა გადაკვეთოს ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის გაბმული წვრილი ხაზი. მიხეილ ხუბუტია ერთ-ერთია იმ არცთუ მრავალ ქართველ ბიზნესმენს 
-0:11
შორისაც, ვინც ძალიან უყვართ კრემლის კარზე და როგორც ამბობენ, მჭიდრო ურთიერთობები აქვს რუსეთის
პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

ქართველი ბიზნესმენი საკუთარი ბიოგრაფიის მოყოლას ტრადიციულად ასე იწყებს ხოლმე - დავიბადე და გავიზარდე როგორც ქართველი, მაგრამ რუსეთში გავრუსდი: საუზმეზე შვრიის ფაფას მივირთმევ, ღვინო კი წვენებმა შეცვალაო. თუმცა იმასაც ამბობს, რომ ქართულ ღვინოს იტალიურს ამჯობინებს. „სულის სიღრმეში რუსი ვარ და ქართული მენტალიტეტის უკვე აღარაფერი გამეგება. ყველა მეგობარი აქ მყავს“, - „გამოტყდა“ ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან საუბრისას ხუბუტია. 

 

მომავალი ბიზნესმენი და ქართველთა კავშირის დირექტორი დიდ რუსეთში 
სამხედრო სამსახურის შედეგად მოხვდა, მოსკოვთან ახლოს სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, ახალგაზრდა ქართველმა სამშობლოში დაბრუნება გადაიფიქრა. მოსკოვში დარჩენილმა პლეხანოვის ინსტიტუტში ჩააბარა და სწორედ იქ გაიცნო მომავალი ბიზნეს პარტნიორები - ანდრეი კარპოვსკი და რაფიკ ატუმიანი, რომელთან ერთადაც 1989 წელს კოოპერატიული კაფე გახსნა. უნივერსიტეტის დამთვრების შემდეგ სამმა მეგობარმა რუსულ-ფრანგული ფირმა დააფუძნეს და რუსეთში საფრანგეთიდან ფართო მოხმარების საქონელი შეჰქონდათ ბითუმად. ახალდაფუძნებულმა ფირმამ მეგობრებს პირველი სოლიდური შემოსავალი მოუტანა. რამდენიმე წელიწადში კი, 90-იანი წლების შუაში მიხეილ ხუბუტიამ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა მოსკოვის ბიზნეს-ელიტაში. იმავე პერიოდში წამოიწყო იარაღით ვაჭრობა და იარაღის პირველი მაღაზია „კოლჩუგა“ გახსნა, რაც იმ დროისთვის არცთუ ადვილად დასაწყისი ბიზნესი იყო საჭირო კავშირების გარეშე, მით უმეტეს კი რუსეთში. 15 წლის განმავლობაში „კოლჩუგას“ ბრენდმა 24 მაღაზია გააერთიანა. დღეისთვის რუსეთში გაყიდული უცხოური ფირმის სანადირო და სპორტული იარაღის 50%-ზე მეტი სწორედ „კოლჩუგას“ ქსელზე მოდის, 2008 წელს კი მისმა ბრუნვამ, Earns & Young-ის მონაცემებით 250 მილიონს გადააჭარბა. 

„იარაღის ბიზნესი რუსეთში მომგებიანი არასდროს ყოფილა, ზოგჯერ ბევრისთვის წაგების მეტი არაფერი მოუტანია. მაგრამ ბევრისთვის ეს ბაზარი პრესტიჟის საქმეა, ქართველისთვის კი არსებობის აზრი“, - ირწმუნებიან რუსი ბიზნესექსპერტები ხუბუტიას იარაღის ბიზნესზე საუბრისას.

ქართველი ბიზნესმენი მოსკოვის ცენტრში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მემკვიდრეობით ერგო სახლები ბათუმსა და თბილისში, მისი ქონების დიდი ნაწილი რუსეთშია, სადაც ხუბუტიას მფლობელობაში რამდენიმე სახლის გარდა, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სანადირო მეურნეობაა - სატყეო მეურნეობის 320 ჰექტარი. აქ მისი სტუმრები ხშრად არიან მისი საუკეთესო მეგობრები იოსებ კობზონი, იური ლუჟკოვი, ზურაბ წერეთელი. 
  
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
 
„მიხეილ ხუბუტიას რუსეთში ბიზნესის კეთებაში ხელს არაფერი უშლის: მისთვის ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსნების კაბინეტების კარი მუდამ ღიაა“, - ახასიათებს საუკეთესო მეგობარს კობზონი. 

47 წლის მიხეილ ხუბუტიას რუსეთის მაღალჩინოსნებთან ახლო მეგობრობის გარდა, სხვა ბევრი და მნიშვნელოვანი ”მონაპოვარიც” აქვს - მოსკოვში მსხვილი საგამოფენო ობიექტების: ”მანეჟეისა” და ”სასტუმრო ეზოს”, იარაღის მაღაზიათა ქსელი „კოლჩუგას“ და ამავე სახელწოდების რესტორნების ქსელის მფლობელი და რამდენიმე სასტუმროსა და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებელია. მოსკოვის თითქმის ყველა ელიტურ რაიონში სხვადასხვა ობიექტებს სწორედ მიხეილ ხუბუტიას კუთვნილი კომპანია აშენებს. როგორც რუსულ მედიაში აღნიშნავენ ხოლმე, ხუბუტიას აინტერესებს ყველა და ყველაფერი, რასაც შემოსავალი მოაქვს. 

თუ მიხეილ ხუბუტიას ქონებას გადავხედავთ, რუსულ მედიაში მის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას უნდა დავეთანხმოთ - მიხეილ ხუბუტიას საქმიანობის 50%-ს სასტუმროს ბიზნესი და მოსკოვში, ადლერსა და სოჭში საინვესტიციო პროექტები შედგენს, 25% - დეველოპმენტი, 20%-ს - იარაღით ვაჭრობა, 5% - კომერციული უძრავი ქონების მართვა. საერთო ჯამში კი მისი ბიზნეს პროექტები რამდენიმე წლის წინ 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
bpn.ge

No comments:

Post a Comment