Pages

Wednesday, August 8, 2018

აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება ხვალიდან შეეძლებათ


აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება ხვალიდან, 9 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძემ განუცხადა, აპელაცია ფასიანია და თუ ნაშრომის შეფასება შეიცვალა, აბიტურიენტს თანხა დაუბრუნდება. 
 

 
„ხვალიდან დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. ფასიანია აპელაცია, 50 ლარია შესატანი. ონლაინ აკეთებს განაცხადს აბიტურიენტი და იმ შემთხვევაში, თუკი ნაშრომის შეფასება შეიცვლება, აბიტურიენტს თანხა უბრუნდება. აპელაციის შემდეგ გამოქვეყნდება სტატისტიკური ანალიზი თითოეულ საგანში, საბოლოო შედეგები და შემდეგ უკვე გამოქვეყნდება, თუ ვინ მოიპოვა სახელმწიფო გრანტი და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება“, - განაცხადა ივა მინდაძემ. 
 
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი  

 
დღეს უკვე ცნობილი გახდა ლიტერატურის გამოცდის შედეგებიც და ამით დასრულდა ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება. ივა მინდაძის თქმით, ლიტერატურის გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტების 90%-მა გადალახა. 
„3000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაწერა ლიტერატურის გამოცდა. პირველადი მონაცემებით, დაახლოებით 90%-მა გადალახა ზღვარი“, - განაცხადა ივა მინდაძემ.
ipn.ge

No comments:

Post a Comment