Pages

Sunday, August 5, 2018

რას უნდა აკმაყოფილებდეს ქართული პროდუქტი, რომ ევროპულ ბაზარზე მოხვდეს - რჩევები დამწყებ ფერმერებს

ევ­რო­კავ­შირ­თან ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა (DCFTA) ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლია და გუ­ლის­ხმობს რო­გორც სა­ქონ­ლით, ისე მომ­სა­ხუ­რე­ბით ვაჭ­რო­ბის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას. იგი ქარ­თველ მე­წარ­მე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ სა­ბა­ჟო ტა­რი­ფე­ბი­სა­გან და ცალ­კე­უ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­ა­წო­დონ სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცია ევ­რო­კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე­ებს.
სა­ქარ­თვე­ლოს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით საკ­მა­ოდ კარ­გი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს და სხვა­დას­ხვა სა­მე­ურ­ნეო დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდი­და ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბას. ამ შე­ფა­სე­ბას ის ფაქ­ტიც ამ­ყა­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ბევრ კომ­პა­ნი­ას უკვე აქვს ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტი­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა.
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

მათ შო­რი­საა თხი­ლის მწარ­მო­ე­ბელ-რე­ა­ლი­ზა­ტო­რი შპს "ქეს­კია", სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბა, რო­მე­ლიც 1996 წლი­დან მის­დევს ფერ­მე­რულ საქ­მი­ა­ნო­ბას და მისი კლი­ენ­ტე­ბის სი­ა­ში უკვე არი­ან კომ­პა­ნი­ე­ბი - ეს­პა­ნე­თი­დან, საფ­რან­გე­თი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან, იტა­ლი­ი­დან, ჩე­ხე­თი­დან და პო­ლო­ნე­თი­დან.
"ქეს­კი­ას" ერთ-ერთი მფლო­ბე­ლის, მა­რი­ამ კო­დუ­ას თქმით, იმ მო­თხოვ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, რო­მელ­თა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაც ექ­სპორ­ტი­ო­რებს ევა­ლე­ბათ, შე­დის ძი­რი­თა­დად ფი­ტო­სა­ნი­ტა­რუ­ლი, ჰი­გი­ე­ნუ­რი, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ხა­რის­ხი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი.
„მა­გა­ლი­თად, თხი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა მის პა­რა­მეტ­რებს/ზო­მას, ასე­ვე ტე­ნი­ა­ნო­ბას. ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მო­თხოვ­ნაა პრო­დუქ­ტის უვ­ნებ­ლო­ბა, რო­მელ­ზეც ცნო­ბას სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო გას­ცემს. ამას­თა­ნა­ვე, პრო­დუქ­ცია არ უნდა იყოს და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი უცხო მი­ნე­რა­ლე­ბის­გან, მწე­რე­ბის­გან, არ უნდა შე­ი­ცავ­დეს ტოქ­სი­ნებს და ა.შ." - ამ­ბობს კო­დუა.

კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად ხარ­ჯე­ფექ­ტუ­რია ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე გას­ვლა, ახალ­გაზ­რდა ფერ­მერ­მა გვი­თხრა, რომ ექ­სპორ­ტი­რე­ბის ძი­რი­თა­დი ხარ­ჯი ფი­ტო­სა­ნი­ტა­რუ­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტის აღე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში კი, კლი­ენ­ტის მო­თხოვ­ნის არ­სე­ბო­ბი­სას, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი შე­მოწ­მე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. მისი თქმით, ევ­რო­კავ­ში­რის ბაზ­რის უპი­რა­ტე­სო­ბა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ სტა­ბი­ლუ­რია, სხვა, თუნ­დაც რუ­სუ­ლი ბაზ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით და ნე­ბის­მი­ე­რი გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა უფრო გამჭვირ­ვა­ლე და სან­დოა.
სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან, მა­რი­ამ კო­დუა დამ­წყებ და გა­მოც­დილ მე­წარ­მე­ებს ურ­ჩევს, ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე კლი­ენ­ტე­ბის მო­სა­ძი­ებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნონ სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, იქ­ნე­ბა ეს ინ­ტერ­ნეტ­სა­ი­ტე­ბი თუ გა­მო­ფე­ნე­ბი.
„არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა სა­რეკ­ლა­მო გვერ­დე­ბი, სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ გა­ნა­თავ­სოთ ინ­ფორ­მა­ცია სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ. თა­ვად აქ­ტი­უ­რად ვა­თავ­სებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას alibaba.com-ზე, LinkedIn-ზე. ასე­ვე, შე­გიძ­ლი­ათ გა­წევ­რი­ან­დეთ ექ­სპორ­ტი­ორ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ა­ში. თუმ­ცა ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი მა­ინც გა­მო­ფე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაა“ - ამ­ბობს მა­რი­ა­მი.
რაც შე­ე­ხე­ბა, ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბას ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე, ამ ეტაპ­ზე, ქარ­თუ­ლი თხი­ლის უპი­რა­ტე­სო­ბა არის ის რომ 50 ცენ­ტით ია­ფია თურ­ქულ­თან შე­და­რე­ბით, თუმ­ცა ხა­რის­ხობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით, კვლავ სა­ჭი­რო­ებს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.
კი­დევ ერთი მა­გა­ლი­თი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ხი­ლის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, კი­ვის მიმ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის - შპს ნერ­გე­ტას მიერ გერ­მა­ნუ­ლი ბაზ­რის ათ­ვი­სე­ბაა. კომ­პა­ნი­ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლის, რო­მეო ჯა­ფა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თუ­ლი კივი უკვე 5 წე­ლია Lidl-ის სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ­ში იკა­ვებს ად­გილს და დიდი მო­წო­ნე­ბი­თაც სარ­გებ­ლობს. მისი თქმით, იმი­სათ­ვის რომ, ფერ­მერ­მა შეძ­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე გას­ვლა, ერთ-ერთი მო­თხოვ­ნაა GLOBAL G.A.P-ის სერ­ტი­ფი­კა­ტის ფლო­ბა. ამ უკა­ნას­კნე­ლის მი­სა­ღე­ბად „ნერ­გე­ტამ“ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­იწ­ვია ევ­რო­პუ­ლი კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც უზ­რუნ­ველ­ყო ხი­ლის ხა­რის­ხი­სა და უვ­ნებ­ლო­ბის შე­მოწ­მე­ბა.
„ხი­ლის ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რეს რაც შე­ე­ხე­ბა, ეს უფრო კერ­ძო კლი­ენ­ტე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს. მა­გა­ლი­თად არის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი ზო­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით“ - გვი­თხრა რო­მეო ჯა­ფა­ვამ.
ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე გვე­სა­უბ­რა კომ­პა­ნია „ქა­რე­ლის ხი­ლის“ მარ­კე­ტინ­გის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი, თა­მაზ კვი­რი­კა­ძე. აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნია 2015 წლი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი ჩი­რის წარ­მო­ე­ბა­ზე.
ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე სულ რა­ღაც ერთი წლის წინ გა­მოჩ­ნდა, რის­თვი­საც გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლა მო­უხ­და - პირ­ველ რიგ­ში „ISO“ სერ­ტი­ფი­კა­ტის აღე­ბა, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს უვ­ნებ­ლო­ბი­სა და ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის სტან­დარტს. ასე­ვე მი­ი­ღეს კონ­კრე­ტუ­ლად საკ­ვე­ბის ხა­რის­ხის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის გან­მსა­ზღვრე­ლი “HACCP” სერ­ტი­ფი­კა­ტი. ამის შემ­დეგ გა­ნა­ახ­ლეს და შეც­ვა­ლეს პრო­დუქ­ცი­ის შე­ფუთ­ვა და გა­ი­ტა­ნეს ევ­რო­კავ­ში­რის შიდა ბა­ზარ­ზე.
„თუკი სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბი და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა და უპი­რა­ტე­სო­ბაც ექ­ნე­ბა კონ­კუ­რენ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბით, თუნ­დაც ფა­სის თვალ­საზ­რი­სით, ქარ­თულ პრო­დუქტს ნამ­დვი­ლად სე­რი­ო­ზუ­ლი შან­სე­ბი აქვს ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც საქ­მე გვაქვს სა­ბი­თუ­მო შემ­სყიდ­ვე­ლებ­თან. პირ­და­პირ სა­ცა­ლო ბა­ზარ­ზე გას­ვლას რაც შე­ე­ხე­ბა, აქ უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი მარ­კე­ტინ­გუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ჩა­დე­ბაა სა­ჭი­რო, რომ­ლის გა­რე­შეც წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იქ­ნე­ბა“ - აღ­ნიშ­ნა „ქა­რე­ლის ხი­ლის“ მარ­კე­ტინ­გის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა თა­მაზ კვი­რი­კა­ძემ.
სა­ერ­თო ჯამ­ში ცალ­სა­ხაა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის შიდა ბა­ზა­რი იძ­ლე­ვა სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და ხა­რის­ხი­ა­ნო­ბის გა­რან­ტი­ას. იქ მო­სახ­ვედ­რად კი ყო­ველ­გვა­რი სა­ტა­რი­ფო და სა­ბა­ჟო ბა­რი­ე­რი მოხ­სნი­ლია, მხო­ლოდ სა­ჭი­როა უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და იქ არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა.
ავ­ტო­რი: გვან­ცა კა­კა­უ­რი­ძე
ambebi.ge

No comments:

Post a Comment