Pages

Sunday, August 5, 2018

ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლემ, ზურაბ ჯაშმა, ვერცხლის მედალი მოიპოვა


დასრულდა მოსწავლეთა 49-ე საერთაშორისო ოლიმპიადა ფიზიკაში (IPhO), რომელიც პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში, მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობას 80 ქვეყნის 400 მოსწავლე იღებდა, მათ შორის, საქართველოდან მოსწავლეთა ხუთკაციანი ნაკრები.

ასპარეზობაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა და ვერცხლის მედალი მოიპოვა ზურაბ ჯაშმა (ვეკუას სკოლა). საპატიო სიგელები გადაეცათ კომაროველებს - დავით მდინარაძესა და ალექსანდრე მერაბიშვილს.
სამინისტროს სახელით ვულოცავთ გამარჯვებულებს და მათ პედაგოგებს: გიორგი დალაქიშვილს, გრიგოლ ფერაძესა და დავით ნიშნიანიძეს.
mes.gov.ge

No comments:

Post a Comment