თბილისში, ფეიქრების ქუჩასთან დღეს უბედური შემთხვევა მოხდა - თბილისიდან შინდისის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი 20 წლის გოგონას დაეჯახა, რომელიც მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მატარებლის მემანქანეები უკვე გამოკითხეს.
„გამოძიება დაადგენს მიზეზი სუიციდი იყო თუ უბედური შემთხვევა მოხდა. ჯერჯერობით მემანქანეების პირველადი გამოკითხვა ჩატარდა. ისინი ამბობენ, რომ გოგონას დანახვისთანავე ხმოვანი სიგნალიც მისცეს და მუხრუჭიც გამოიყენეს, მაგრამ დისტანცია არ ეყოთ. შესაბამისად, შეჯახება მოხდა“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში.
გარდაცვლილი 1997 წელს დაბადებული ნანუკი ყელბერაშვილია. გოგონა ერთ-ერთ კომპანიაში ადამიანური რესურსების მენეჯერად მუშაობდა და თბილისის გოგონათა გუნდში მღეროდა.
გარდაცვლილის ახლობლები "ფეისბუქზე" გოგონას შესახებ წერენ:
"შარშან ამ დღეს რა ბედნიერები ვიყავით ერთად, დღეს კი ყველას გვიჭირს დაჯერება რომ ჩვენი ულამაზესი ნანუკი ჩვენს გვერდზე აღარ იქნება... ეს სიცოცხლით სავსე გოგო, ცხოვრებაზე და ყველაფერზე შეყვარებული, გულიანი, ღიმილიანი, უფერადესი ნანუკი აღარ გაალამაზებს და გაახარებს ვეღარც ჩვენს გუნდს (ჩვენს ოჯახს), ვერც საყვარელ ადამიანებს და ოჯახის წევრებს და ვერც თავის საბას... რომლებსაც ვერანაირი სიტყვით ვერ უთანაგრძნობ.ერთი წამია ცხოვრება, გუშინ გოგოები ვაქებდით - რა ლამაზი ხარო, როგორც ყოველთვის, სულ ანათებდა, დღეს კი მის ამბავს ვერ ვიჯერებთ, უკვე წარსულში უნდა ვილაპარაკოთ... ძალიან მეცოდები მიწისთვის ჩემო დახატულო შოკოლადო. შენ ჩვენთან უნდა ყოფილიყავი""შვილო ნანუკი ჭკუაზე არ ვარ ეს რა დაგვემართა! ჩემო ანგელოზო სულით, გულით, უნიჭიერესო, ულამაზესო, ყველაზე თბილო და ტკბილო! ღმერთსაც კარგი უნდა იმ ქვეყნად! სულ ვიძახდი და ამაყი ვიყავი და ვარ, რომ სოფოს ასეთი კარგი მეგობრები ყავსთქო, მეგობარი კი არა დაიკო! დაილოცოს უფალო შენი სამართალი!" - წერს 20 წლის გოგონას ახლობელიმომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. სააგენტოს უწყების პრესსამსახურში განუმარტეს, რომ სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment