საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ეროვნული უმცირესობის რეკრუტებისთვის ქართული ენის შესწავლის პროგრამა დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქართულ ენას ეროვნული უმცირესობის 82 აზერბაიჯანელი და 41 სომეხი წვევამდელი შეისწავლის. სასწავლო კურსს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პედაგოგები უძღვებიან.
„პროგრამა ხელს შეუწყობს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებაში, რაც მათ დაეხმარებათ სრულფასოვნად გაიარონ სავალდებულო სამხედრო სამსახური, გააგრძელონ კარიერა შეიარაღებულ ძალებში და ისარგებლონ საგანმანათლებლო შესაძლებლობებით. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment