Pages

Sunday, September 30, 2018

მწვანე კონცხზე შესაძლოა ორი 27-სართულიანი ცათამბჯენი აშენდეს

კომპანია „ელიტ კონსთრაქშენ გრუპი“ სარეკრეაციო ზონაში ორი ცათამბჯენის აშენებას ითხოვს. ლაპარაკია ორ  27-სართულიან ცათამბჯენზე. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.“პროექტში წარმოდგენილია ორი 27-სართულიანი შენობა, რომლის ძირითად ნაწილს სასტუმრო დაიკავებს, ასევე იქნება საცხოვრებელი და საოფისე ფართები. მოეწყობა კაფე, რესტორანი, საბანკეტო და საკონფერენციო დარბაზები, სპა და ფიტნეს სივრცეები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ინვესტორი ორი 41-სართულიანი შენობის უფლებას ითხოვდა, მერიის რეკომენდაციის გათვალისწინების შემდეგ კი 27 სართულზე შემოიტანს მოთხოვნას“,- განაცხადა მირიან მეტრეველმა ბათუმის საკრებულოს სხდომაზე.
მწვანე კონცხზე სასტუმროს მშენებლობის გამო, რეკრეაციულ ზონას სტატუსი შეეცვალა. 
ბათუმის მერმა 27 სექტემბერს განაცხადა, რომ მწვანე კონცხს დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ახლა განუვითარებელია. ლაშა კომახიძე ფიქრობს, რომ ცათამბჯენენის აშენებაში ცუდი არაფერია.
კომპანია „ელიტ კონსთრაქშენ გრუპს“, რომელიც რეკრეაციულ ზონაში ცათამბჯენების აშენებას გეგმავს, გასული წლის სექტემბერში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 20 366 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მწვანე კონცხზე პირდაპირ მიყიდვის წესითა და ინვესტიციის განხორციელების პირობით 931 000 ლარად გადაეცა. კომპანიამ ოთხმილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. კომპანია კერძო პირმა ქონების შესყიდვამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირა
განკარგულებას ხელი მოაწერა მაშინდელმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. გასხვისებამდე ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება იყო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment