Pages

Sunday, September 30, 2018

უკრაინული მედია მსოფლიო და რუსეთის პატრიარქების სატელეფონო საუბრის შესახებ წერს

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით სკანდალი ახალ ფაზაში გადადის. რუსეთის მართლმადიდებელი პატრიარქი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს.
უკრაინულმა მედიამ ცოტა ხნის წინ ბართლომეოს I-ისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის სატელეფონო საუბრის შინაარსი გაავრცელა.
მსოფლიო პატრიარქის ცნობით, უკრაინის ეკელსიისთვის ეგრეთწოდებული „ტომოსის“ მინიჭებას იანუკოვიჩის გარდა უკრაინის ყველა პრეზიდენტი ითხოვდა. რაზეც კირილმა უპასუხა, რომ იანუკოვიჩის გარდა, უკრაინის დანარჩენი პრეზიდენტები ერთი და იგივე პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ.
„მათ ავტოკეფალია მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად სურთ, ძალაუფლების რომელიც უკანონდ მიითვისეს“- განაცხადა კირილმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკელსია უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას არასდროს დათანხმდება.
რაც შეეხება კონსტანტინოპოლის ეკლესიის პოზიციას, მსოფლიო პატრიარქი აცხადებს, რომ უკრაინელებს სურთ და აქვთ უფლება იყვნენ აბსოლუტურად თავისუფლები როგორც რელიგიურ, ისე პოლიტიკურ დონეზე.
23 სექტემბერს, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა განაცხადა, რომ უკრაინა ავტოკეფალიას მიიღებს.
14 სექტემბერს რუსეთის პატრიარქმა კირილმა მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის ლოცვებში მოხსენიება შეწყვიტა. გადაწყვეტილება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა რიგგარეშე სხდომაზე მიიღო, რომელიც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის შესაძლო მინიჭების გამო მოიწვიეს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოს პატრიარქ ბართლომესთან კავშირების გაწყვეტით იმუქრება.
მოსკოვის და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის შესაძლო მინიჭების გამო გართულდა.
პირველ სექტემებრს ცნობილი გახდა, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ, კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს.
ცნობისთვის, თუ მსოფლიო პატრიარქი უკრაინის მიმართვას დააკმაყოფილებს, უკრაინის გაერთიანებული ავტოკეფალიური ეკლესია კვლავ დაექვემდებარება კონსტანტინოპოლის ეკლესიას, როგორც ეს იყო 998 წლიდან 1686 წლამდე. კიევის მიტროპოლია მოსკოვის საპატრიარქოს 1686 წელს შეუერთდა
imedinews.ge

No comments:

Post a Comment