Pages

Wednesday, September 26, 2018

ADB-იმ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. ADB-ის პროგნოზით, 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა ნავარაუდევი 4.5%-ის ნაცვლად, 4.9%-ით გაიზრდება. ინფორმაციას GBC.ge ავრცელებს.
რაც შეეხება 2019 წელს, ADB 4.7%-იანი ზრდის ნაცვლად, 5%-ს ელოდება. 
ახალ ანგარიშში ADB მიუთითებს, რომ საქართველოს მშპ-ს ზრდა 2018 წლის პირველ ნახევარში 5.7%-მდე დაჩქარდა, რასაც ხელი მრეწველობის (+7.1% YY) და მომსახურების სექტორების ზრდამ (+5.1% YY) შეუწყო.
პოზიტიურ ფაქტორებად ADB ბრუნვის გადასახადის 1%-მდე შემცირებას და დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვას ასახელებს
imedinews.ge
 

No comments:

Post a Comment