Pages

Sunday, September 30, 2018

აშშ ერაყის ქალაქ ბასრაში საკონსულოს დახურვას გეგმავს

აშშ აცხადებს, რომ დახურავს საკონსულოს ერაყის ქალაქ ბასრაში, ირანის მთავრობის მხრიდან მუქარისა და იმ სარაკეტო თავდასხმების გამო, რომლის უკანაც, ვაშინგტონის ვარაუდით, ერაყში მოქმედი ირანის მიერ მხარდაჭერილი ექსტემისტები დგანან. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოსგანცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის მეზობელ ქვეყნებში მდებარე აშშ-ის დიპლომატიურ ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებში იგი პირდაპირ ადანაშაულებს ირანს. ამ განცხადების ფონია ცოტ ხნის წინ ქალაქ ბასრაში, აშშ-ის საკონსულოსა და ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, აშშ-ის საელჩოზე განცხორციელებული სარაკეტო თავდასხმები.
შენობებისა და პერსონალისათვის სარაკეტო თავდასხმებს ზიანი არ მიუყენებია, თუმცა ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ეს არის სერიოზული მუქარა ერაყში მომუშავე ამერიკელი დიმპლომატებისადმი. მაიკ პომპეო ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ირანსა და მასთან კავშირში მყოფ ექსტრემისტულ ძალებს აკისრებს და აცხადებს, რომ მსგავს თავდასხმებზე აშშ-ის პასუხი იქნება სწრაფი და შესატყვისი.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment