ინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულია ასობით ადამიანი. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 384-მდე ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ინდონეზიის სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის სამსახური ავრცელებს.
არსებული მონაცემებით, დაშავებულია 600-მდე ადამიანი. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, ამდენი ადამიანის დაღუპვა მიწისძვრამ გამოიწვია თუ ცუნამმა.28 სექტემბერს, ინდონეზიაში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ქალაქ პალუს სანაპიროებთან ცუნამი გამოიწვია. სამი მეტრის სიმაღლის ტალღებმა მთლიანად წალეკა სულავესის ცნობილი დასასვენებელი ქალაქი - პალუ. ქალაქის მოსახლეობა და ტურისტები სანაპიროზე ფესტივალის გასამართად ემზადებოდნენ. სამოყვარულო კადრებში კარგად ჩანს, რა სიძლიერის ტალღა ასკდება სანაპიროს და ანადგურებს შენობებს
ambebi.ge
No comments:
Post a Comment