Pages

Tuesday, September 25, 2018

ხელვაჩაურის საბავშვო ბაღიდან უვარგისი ხორცი ამოიღეს

ხელვაჩაურის საბავშვო ბაღში უვარგისი ხორცის შეტანის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს. ფაქტს მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებაში ადასტურებენ.
გამოვლენილი დარღვევის გამო, სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლამდელ დაწესებულებებს შეამოწმებს.
ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ რეკომენდაციებიდან რაც აქამდე მიიღეს, ნაწილი რამდენიმე მუნიციპალიტეტში არ შესრულებულა. სამ ბაღში სველი წერტილების პრობლემა არასაკმარისი ფინანსების გამო ვერ მოგვარდა.
მათივე თქმით, მთავარ გამოწვევად მაინც სასმელი წყლის პრობლემის მოწესრიგება რჩება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment