Pages

Wednesday, September 26, 2018

მოგერინიმ რუსული დელეგაციის შეთავაზებული სასმელი არ დალია


ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას ჩაის დალევაზე უარი თქვა. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.მანამდე სტამბოლში, რუსეთისა და მსოფლიო პატრიარქების შეხვედრისას საინტერესო ფაქტი მოხდა. უკრაინული მედია წერს, რომ კირილთან აუდიენციისას ბართლომეოსმარუსული დელეგაციის მიერ შეთავაზებულ სასმელზე უარი თქვა. სასმელი არც სხვა სასულიერო პირებმა დალიეს.
უკრაინული მედია არ გამორიცხავს, რომ ბართლომეოსის უარი მომწამვლელ ნივთერება, „ნოვიჩოკთან“ დაკავშირებული მოვლენებით ყოფილიყო განპირობებული.
გარდა ამისა, ჟურნალისტები კიდევ ერთ ეპიზოდზე ამახვილებენ ყურადღებას; როდესაც დელეგაციის წევრმა კირილს სასმელი ლანგრით მიართვა, მოულოდნელად, დაცვამ პატრიარქს სასმისი შეუცვალა.
imedinews.ge
 

No comments:

Post a Comment