ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 5-21 ოქტომბრის ჩათვლით ქართული ღვინის დღეები „ღვინობისთვე 2018“ გაიმართება.
ღონისძიებები თბილისში და საქართველოს რამდენიმე რეგიონში ჩატარდება. ერთი თვის განმავლობაში ქართული ღვინის მოყვარულებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ სხვადასხვა რეგიონის ღვინოები და გაეცნონ ქართულ კულტურას.
ღვინის დღეები ხუთ ოქტომბერს თელავში, „თელავინო 2018“-ით გაიხსნება და 21 ოქტომბერს ქართული ღვინის მეხუთე ეროვნული კონკურსით დასრულდება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment