საბერძნეთში, ძლიერი ქარის გამო, ატიკის რეგიონში სწავლა შეწყდა. გადაწყვეტილება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს. ინფორმაციას Greekreporter-ი ავრცელებს.
ატიკაში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსიდან 15-მდე დაეცა. ქვეყანაში ციკლონი "ქსენოფონტია." ქარის სიძლიერე ბოფორტის შკალით 12-ბალიანია.
ძლიერმა ქარმა სალონიკთან ახლოს, რამდენიმე პორტში გემები ჩაძირა, საუბარია სულ 4 გემზე. სინოპტიკოსების თქმით, იონიის ზღვაზე ქარი შესაძლოა ქარიშხალში გადაიზარდოს.
გადაკეტილია რამდენიმე ცენტრალური მაგისტრალია, შეზღუდულია სარკინიგზო მიმოსვლაც.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment