კაკაოს შემცველი პროდუქტების უმრავლესობის კვლევა გალე-ვიტენბერგისა და მაქს რუბნერის ინსტიტუტების მეცნიერებს იშვიათი ვიტამინის D2-ის აღმოჩენაში დაეხმარა, რომელიც არა მხოლოდ ეფექტურად ზრის ტვინის მუშაობას, არამედ იმუნიტეტსაც აძლიერებს. ამის შესახებ EurekAlert-ი წერს.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვიტამინ D2-ის დაგროვება კაკაოს მარცვლების მზეზე გამოშრობის დროს ხდება, როდესაც ვიტამინი D ვიტამინ D2-ად გადაიქცევა.
ამასთან, როგორც მეცნიერები ამბობენ, ყველა პროდუქტში ვიტამინის შემცველობა ერთნაირი არ არის.
როგორც კვლევამ აჩვენა, კაკაოს ზეთი და მუქი შოკოლადი უფრო მეტ ვიტამინ D2-ს შეიცავს, ვიდრე თეთრი შოკოლადი.
ორგანიზმში ვიტამინ D2-ის ნაკლებობა რაქიტსა და ოსტეოპოროზს იწვევს, აგრეთე ზრდის რესპირატორული ინფექციებით დაავადების რისკებს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment