Pages

Wednesday, September 26, 2018

"ამერიკას სურს რუსეთი დააჩოქოს" - სანქციების ახალი ტალღა რუსულ კომპანიებს

აშშ-ის ვაჭ­რო­ბის სა­მი­ნის­ტრომ სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა რუ­სულ კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც ვა­შინგტო­ნის შე­ფა­სე­ბით, საფრ­თხეს უქ­მნი­ან შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს. “ამე­რი­კა რუ­სე­თის დას­ჯას გა­ნაგ­რძობს”, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა რუ­სუ­ლი მე­დია სან­ქცი­ე­ბის ახალ ტალ­ღას.
“შავ სი­ა­ში” შე­ტა­ნი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი დღე­ი­დან ამე­რი­კუ­ლი სა­ქონ­ლი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, მათ შო­რის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბის შე­ძე­ნას ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ. ამავდრო­უ­ლად, სან­ქცი­ე­ბი ავ­ტო­მა­ტუ­რად ვრცელ­დე­ბა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ნე­ბის­მი­ერ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც “შავ სი­ა­ში” შე­ტა­ნილ რუ­სულ კომ­პა­ნი­ებს ამე­რი­კულ პრო­დუქ­ცი­ას მიჰ­ყი­დის.
რუ­სე­თის სა­დაზ­ვერ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და აგ­რე­სი­უ­ლი კი­ბერ­ქმე­დე­ბე­ბის გამო, სან­ქცი­ე­ბის ახა­ლი ტალ­ღის ფარ­გლებ­ში შე­ზღუდ­ვა და­უ­წეს­და 12 იუ­რი­დი­ულ პირს და ასე­ვე ისეთ სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტებს, რო­გო­რიც არის Вектор, Syrus System, ИнфоТеКС, Океанос და სხვაკი­დევ ერთი მსხვი­ლი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ასე­ვე "და­ი­სა­ჯა" Nilco Group-ია, რო­მელ­საც თა­ვი­სი ბა­ზე­ბი აქვს ბე­ლო­რუს­ში, ირან­სა და რუ­სეთ­ში. “იმის გამო, რომ ის ირა­ნის ბირ­თვულ პროგ­რა­მას მა­ტე­რი­ა­ლურ მხარ­და­ჭე­რას უწევს, შე­ტა­ნი­ლია “შავ სი­ა­ში,” – წერს რუ­სუ­ლი მე­დია.
“აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამე­რი­კა უკვე სან­ქცი­ე­ბის მე­ო­რე ტალ­ღას ახორ­ცი­ე­ლებს იმ კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის თავ­დაც­ვას­თან არი­ან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. 20 სექ­ტემ­ბერს ამე­რი­კამ სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა 27 ფი­ზი­კურ პირ­სა და 6 სა­წარ­მოს, რომ­ლე­ბიც “რუ­სე­თის თავ­დაც­ვი­სა და დაზ­ვერ­ვის ინ­ტე­რე­სე­ბის ფარ­გლებ­ში მოქ­მე­დებ­დნენ...”
გარ­და ამი­სა, პირ­ვე­ლად შე­ე­ხო სან­ქცი­ე­ბი იმათ, ვინც რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბას ყი­დუ­ლობ­და - ამ სი­ა­ში მოხ­ვდა, ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის ცენ­ტრა­ლუ­რი სამ­ხედ­რო საბ­ჭოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და მისი მმარ­თვე­ლი ლი შან­ფუ, რომ­ლე­ბიც რუ­სუ­ლი Су-35-სა და С-400-ს ტი­პის სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბის შეს­ყიდ­ვის­თვის და­ი­სა­ჯნენ" - წერს gazeta.ru.
რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრეს-მდი­ვან­მა ამე­რი­კის მიერ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებს, მტრუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი უწო­და. მი­სი­ვე თქმით, ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, კი­დევ უფრო და­ა­ზი­ა­ნებს ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბას. პეს­კო­ვის თქმით, ამე­რი­კა ცდი­ლობს მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტი რუ­სე­თი მო­ი­შო­როს.თა­ვის მხრივ, რუსი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ამე­რი­კუ­ლი სან­ქცი­ე­ბი რუ­სე­თის თავ­დაც­ვის ინ­დუსტრი­ის­თვის სა­ში­ში სუ­ლაც არ არის:
"ჩვე­ნი გან­ვი­თა­რე­ბის ტემ­პის შემ­ცი­რე­ბა, უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია, ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ყო­ველ­თვის ვი­პო­ვით გა­მო­სა­ვალს..." - აცხა­დებს რუ­სე­თის ფებ­დე­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იური ბო­რი­სო­ვი. მი­სი­ვე თქმით, რუ­სე­თი უკვე შე­ეჩ­ვია კონ­კუ­რენ­ტის­გან მკვეთრ ქმე­დე­ბებს, რო­მე­ლიც ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბას თან ახ­ლავს.
“პრინ­ციპ­ში, ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი პარტნი­ო­რე­ბი და რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის მყიდ­ვე­ლე­ბი ირა­ნი და ჩი­ნე­თია და რა­ტომ უნდა გა­ვა­ფარ­მოთ მათ­თან კონ­ტრაქ­ტი დო­ლარ­ში? არ არის ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა...” - აცხა­დებს ის რუს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას და გან­მარ­ტავს, რომ ეს შე­საძ­ლოა იყოს ევრო, შვე­ი­ცა­რუ­ლი ფრან­კი, ფუნ­ტი ან რუ­პია.რუსი ეკო­ნო­მის­ტებ­სა და პო­ლი­ტო­ლო­გე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ რუ­სეთს შე­უძ­ლია მსხვი­ლი სა­ვაჭ­რო გა­რი­გე­ბე­ბი ნა­ცი­ო­ნა­ლურ ვა­ლუ­ტა­ში და­დოს და ეს ეტა­პობ­რი­ვად უნდა გა­ა­კე­თოს; მა­თი­ვე ცნო­ბით, ამ სან­ქცი­ებს უკვე პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი აღარ აქვს და “სა­ვაჭ­რო ომის ელე­მენ­ტებს მო­ი­ცავს...”
პო­ლი­ტო­ლოგ ალექ­სან­დრე დუდ­ჩა­კის მო­საზ­რე­ბით, აშშ-სთვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რუ­სე­თის, რო­გორც კონ­კუ­რენ­ტის მო­შო­რე­ბა. კი­დევ ერთი ექ­სპერ­ტის სტა­ნის­ლავ ბი­შო­კის შე­ფა­სე­ბით: “სან­ქცი­ე­ბი უკვე არა­ფერ კავ­შირ­შია იმ ბრალ­დე­ბებ­თან, რა­საც რუ­სეთს უყე­ნე­ბენ, იგუ­ლის­ხმე­ბა უკ­რა­ი­ნის ომი და სკრი­პა­ლე­ბის საქ­მე. ამე­რი­კას უბ­რა­ლოდ სურს, რუ­სე­თი და­ა­ჩო­ქოს და კუ­თხე­ში მო­იმ­წყვდი­ოს...”
სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტო Fitch–ს ცნო­ბით, ეს სან­ქცი­ე­ბი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ბან­კე­ბის­თვის და ის მო­საზ­რე­ბა, რომ უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან კონ­ტრაქ­ტის დო­ლა­რის გარ­და სხვა ვა­ლუ­ტა­ში გა­ფორ­მე­ბა სირ­თუ­ლე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, რუ­სე­თი ამე­რი­კის მიერ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ე­ბის მი­მართ უკვე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment