Pages

Sunday, October 7, 2018

„თალიბანთან“ დაპირისპირებას სულ მცირე 10 პოლიციელი ემსხვერპლა


სულ მცირე 10 პოლიცელი დაიღუპა „თალიბანთან“ შეტაკებას. ინციდენტი ავღანეთის პროვინცია ვარდაკში მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მთავრობა ავრცელებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს
გამოცემის ინფორმაციით, „თალიბანის“ მიერ გახშირებული თავდასხმები აჩვენებს თუ რამდენად სტრატეგიულია დაჯგუფებისთვის რამდენიმე პროვინციაზე ზეგავლენის მოპოვება. 
ორ კვირაში, 20 ოქტომბერს ავღანეთში საყოველთაო საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. 
„თალიბანი“ ისლამური ფუნდამენტალისტური პოლიტიკურ-რელიგიური მოძრაობაა, რომელიც თითქმის მთელ ავღანეთს მართავდა 1996-2001 წლებში. მათი მმართველობა 2001 წელს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინტერვენციამ დაასრულა. დიპლომატიური აღიარება მხოლოდ სამი ქვეყნისგან მიიღო: არაბთა გაერთიანებული საამიროები, პაკისტანი და საუდის არაბეთი. მოძრაობა ავღანეთს 40 წელია ატერორებს. „თალიბები“ ავღანეთში დღემდე აწყობენ ტერორისტულ აქტებს. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment