Pages

Saturday, October 6, 2018

ბორჯომში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ციხიდან გაიქცა და 24 წელი იძებნებოდა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 24 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძებ­ნი­ლი 1970 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.კ. ბორ­ჯომ­ში და­ა­კა­ვეს.
რო­გორც შს სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი 1994 წლი­დან ძარ­ცვის, ყა­ჩა­ღო­ბი­სა და სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გაქ­ცე­ვის­თვის იძებ­ნე­ბო­და.
"ვ.კ.-ს 1994 წლის 6 ივ­ლისს, პრო­კუ­რო­რის სან­ქცი­ით, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 3-თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. იმა­ვე წლის 16 სექ­ტემ­ბერს, წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში, იგი ახალ­ცი­ხის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რი­დან სხვა პი­რებ­თან ერ­თად გა­იქ­ცა, რის­თვი­საც მას­ზე ძებ­ნა გა­მო­ცხად­და.
2008 წელს ახალ­ცი­ხის სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით მის მი­მართ შე­წყდა საქ­მე სსკ-ს 151-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის (ძარ­ცვა) ჩა­დე­ნი­სათ­ვის, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 379-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სათ­ვის (და­კა­ვე­ბის ად­გი­ლი­დან, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან ან მო­თავ­სე­ბის სხვა ად­გი­ლი­დან ბრალ­დე­ბუ­ლის ან მსჯავ­რდე­ბუ­ლის გაქ­ცე­ვა) 5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და­უს­წრებ­ლად მი­ე­სა­ჯა.
ამ დრო­ის­თვის, და­კა­ვე­ბუ­ლი გა­დაყ­ვა­ნი­ლია მე-8 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.
ambebi.ge

1 comment:

  1. რა ნამუსით დააკავეთ ახლა, 24 წლის განმავლობაში რომ ვერ ნახეთ ისეთი ადამიანი :D:D:D:D

    ReplyDelete