შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დუშეთში, სოფელ ხორხში 23 წლის კაცი 76 წლის მოხუცის საცხოვრებელ სახლს ყაჩაღურად თავს დაესხა, რის შემდეგაც სახლის მეპატრონეს სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით 9000 ლარი გასტაცა.
პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment