Pages

Saturday, October 6, 2018

ჟან კლოდ იუნკერი: Brexit-ის თაობაზე შეთანხმება წლის ბოლომდე შედგება

ევროკომისიის ხელმძღვანელი, ჟან კლოდ იუნკერი ამბობს, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის (Brexit) თაობაზე ორ მხარეს შორის შეთანხმების მიღწევის შანსი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაიზარდა. ამის შესახებ BBC წერს.
🙏 საქართველოს საპატრიარქო  
„ჩვენი სურვილი რჩება უცვლელი; გვსურს, ბრიტანეთის მთავრობასთან მივაღწიოთ შეთანხმებას. თუ ოქტომბერში არა, ნოემბერში ეს აუცილებლად მოხდება“ - თქვა იუნკერმა. 
ამავეს ამბობს დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ამერიკის საქმეთა მინისტრი, ალან დუნკანი. ის დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი დეკემბრამდე შეძლებენ შეთანხმებას.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
დიდი ბრიტანეთი 2019 წელს დატოვებს ევროკავშირს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არსებობს შეთანხმება ზოგ საკითხზე. მაგალითად, ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვარზე შემოწმების თავიდან აცილების გზებზე (ჩრდილოეთ ირლანდია, სადაც ისედაც საკმაოდ ძლიერია სეპარატისტული განწყობები, ღიად მიანიშნებს, რომ Brexit–ს არ შეეგუება).
6 ივლისს ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პირობებზე ერთიანი პოზიცია შეიმუშავა. განცხადება 12-საათიანი შეხვედრის შედეგი იყო, წარდგენილი პოზიცია კი შეფასდა, როგორც Brexit-ის „რბილი“ ვერსია, რომლის ერთ-ერთი მთავარი პუნქტიც ირლანდიის საზღვრის პრობლემის გადაწყვეტაა. მთავრობის აზრით, ამ პუნქტების პრაქტიკაში რეალიზების შემთხვევაში წარმატებით გადაწყდება Brexit-ზე მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე რთული პუნქტი. თავისუფალი ვაჭრობის ზონიდან გასვლას დასჭირდებოდა სასაზღვრო შენობების აგება ევროკავშირს და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ ერთადერთ სახმელეთო საზღვარზე - ირლანდიას და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის. ამის თავიდან ასაცილებლად ევროკავშირი ლონდონს ფაქტობრივად Brexit-ის გაყინვას სთავაზობდა. მთავრობა ამბობს, რომ მათ მიერ შეთავაზებული ვარიანტის თანახმად, ეს სირთულეები მოიხსნება.
ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები გასული წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 29 მარტს მოაწერა.
გარდამავალი პერიოდი 2019 წლის 29 მარტს დაიწყება. სწორედ ამ დღეს დატოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment