Pages

Saturday, October 27, 2018

ქუთაისის მე-40 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა

მცირე ინციდენტი მოხდა ქუთაისის მე-40 საარჩევნო უბანზე. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის თქმით, პირველმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის პროცედურა მარკირების გარეშე დაიწყო, ფაქტის დაფიქსირების შემდეგ კი წარმომადგენელმა საჩივრის დაწერა მოითხოვა, რასაც უბნის მდივნის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
ინციდენტის გამო, ელზა ბურჯალიანის თქმით, მდივანმა საუბნო კომისია დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში დატოვა და მოგვიანებით მობრუნდა
.ამ წუთებში უბანზე სიმშვიდეა. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა მომხდარზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია. 
არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს. ეს არის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლები პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ.
2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენს. არჩევნების ჩასატარებლად მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment