Pages

Friday, October 26, 2018

9 წლის ბავშვის მკვლელობა - სრული ინფორმაცია

ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი 48 საათში უნდა გაიმართოს, 72 საათში კი მოსამართლემ ბრალდებულის დაკავების ან გათავისუფლების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე მხოლოდ საქმეში არსებულ მტკიცებულებების ნაწილზე საუბრობს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კი დეტალებს არ ასაჯაროებს.

„ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ასევე იმ მარშრუტის დადგენის საფუძველზე, რომლითაც სისტემატურად გადაადგილდებოდა ბავშვი, შესწავლილი იქნა დეტალურად თითოეული ბინა, სადაც საეჭვო სისხლის კვალი აღმოაჩინეს. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. ზემოხსენებული მტკიცებულებების საფუძველზე, ასევე სხვა მტკიცებულების საფუძველზე, რომელიც არის საქმეში, დააკავეს ი.ნ. სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტის საფუძველზე“, – განაცხადა კახა საბანაძემ.

შსს-ს მინისტრის მოადგილე იმ სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომელიც ბავშვის მკვლელობის გამოძიების მიზნით გუშინ შეიქმნა.
ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაციები:
9 წლის გოგონა სახლიდან გუშინ 14:30 წუთზე გავიდა. მას 15:00 საათზე ცეკვის გაკვეთილი ეწყებოდა, თუმცა ადგილზე არ მისულა.
ოჯახმა 15:00 საათზე ბავშვის დაკარგვის თაობაზე შსს-ს აცნობა. თითქმის 7-საათინი ძებნის შემდეგ, 9 წლის ბავშვის ცხედარი მდ. ლიახვის ნაპირთან იპოვნეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოფარებული. არსებობს ვარაუდი, რომ ბავშვი სწორედ ცელოფნის ტომრით გაგუდეს.
ადგილობრივების თქმით, ძებნისას მათ გორის რაიონული სასამართლოს ეზო რამდენჯერმე შეამოწმეს, თუმცა ცხედარი იქ არ ყოფილა. ისინი ეჭვობენ, რომ მოზარდი სხვაგან მოკლეს და შემდეგ ცხედარი სასამართლოს ეზოში დატოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა მისი საცხოვრებელი სახლის პარალელურ ქუჩაზე მდებარე მშენებარე სახლში მოკლეს. ვერსიას, საფუძვლად პოლიციელების მიერ ადგილზე აღმოჩენილი სისხლის კვალი უდევს. 
კიდევ ერთი ვარაუდის მიხედვით, რომელზეც ადგილობრივები საუბრობენ, მკვლელმა გოგონას ცხედარი მდ. ლიახვთან ურიკით მიიტანა, ურიკა კი, როგორც ნივთმტკიცება შსს-ს მიერ უკვე ამოღებულია. 
გარდაცვლილი მეხუთე საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე იყო. სკოლის დირექტორის განცხადებით, გოგონას კონფლიქტი არასდროს არავისთან ჰქონია. მისივე ინფორმაციით, გოგონას ჩანთიდან გამქრალია ის ფული, რომელიც მას ოჯახმა ცეკვის გაკვეთილზე გაატანა. 

ინფორმაცია ეჭვმიტანილის შესახებ: 
9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული პირის ვინაობა ცნობილია. ის 34 წლის მამაკაცია. არსებული ინფორმაციით, დაკავებული სავარაუდოდ, არის ხელოსანი და მშენებარე სახლში სარემონტო სამუშაოებს ატარებდა. ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების დროს, როგორც ცნობილია, ცხედრის პოვნის შემდეგ, ძაღლებმა კვალი სწორედ ამ სახლისკენ აიღეს, სახლში კი სამართადამცველებმა სისხლის კვალი აღმოაჩინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი იმ ადგილას დააკავეს, სადაც მკვლელობა მოხდა. სახლში, სადაც დაკავებული ხელოსნად მუშაობდა, კრიმინალისტებმა სისხლის კვალი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ მოკლული ბავშვისაა.
ოჯახის წევრები მკვლელობაში ეჭვმიტანილს არ იცნობენ და როგორც ამბობენ, იმის გახსენებაც უჭირთ, წარსულში მასთან რაიმე სახის ურთიერთობა თუ ჰქონდათ. მათი ინფორმაციით, გოგონა სასტიკად არის ნაცემი და ჭრილობები თავის არეშიც აღენიშნება. 
ამ დროისთვის რამდენიმე ვერსია ვრცელდება. არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს ფსიქიური პრობლემები აქვს. ადგილობრივების ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულის კუთვნილ ტელეფონში მოკლული ბავშვის ფოტოები აღმოაჩინა. ოჯახის ახლობლები ეჭვობენ, რომ მკვლელობამდე 34 წლის მამაკაცი ბავშვს უთვალთვალებდა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, მეჯვრისხეველია.
radiomosaic.ge

No comments:

Post a Comment