რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, - ამის შესახებ ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ გამოკითხვის შედეგები მეტყველებს.
ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 45%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში პუტინის რეიტინგი 67%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება რუსეთის მმართველ პარტიას „ედინაია რასიას“, მისი ახლანდელი რეიტინგი (31%) 2007 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში „ედინაია რასიას“ რეიტინგი 51%-ს აღწევდა.
ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ გამოკითხვა 29-30 სექტემბერს რუსეთის 207 დასახლებულ პუნქტში ჩატარდა, სადაც საერთო ჯამში, 3000 რესპონდენტი გამოიკითხა.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment