საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ეგ-მორტში ადგილობრივი ფესტივალის მიმდინარეობისას, ხარმა ქალი იმსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქალი, მეუღლესთან ერთად, ხარების რბოლას უყურებდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ხარმა სარბენი ტერიტორია დატოვა და იქით წავიდა, სადაც ხალხი იყო. ხარმა ქალი რქებით აწია და რამდენიმე მეტრის დაშორებით მოისროლა. ის შემთხვევის ადგილიდან ვერტმფრენით წაიყვანეს, თუმცა საავადმყოფოში ექიმებმა ვეღარ გადაარჩინეს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment