Pages

Saturday, October 20, 2018

გატაცებული აფრიკელი მილიარდერი გაათავისუფლეს

აფრიკის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი, მოჰამედ დეუიჯი გატაცებიდან 10 დღის შემდეგ გაათავისუფლეს. ამის შესახებ BBC წერს. 
„სახლში უსაფრთხოდ დავბრუნდი“ - დაწერა მილიარდერმა საკუთარი კომპანიის, METL Group-ის Twitter-ის გვერდზე. მან მადლობა გადაუხადა ტანზანიის პოლიციას და გულშემატკივრებს. 
უცნობია, როგორ გაათავისუფლეს 43 წლის დეუიჯი და გადაიხადა თუ არა ოჯახმა ამისთვის გამოსასყიდი. 
რამდენიმე დღის წინ ოჯახმა გატაცებაზე ინფორმაციის სანაცვლოდ ფინანსურ ჯილდოდ 440 ათასი დოლარი დააწესა
მომხდართან კავშირის ბრალდებით 30 ადამიანია დაკავებული. პოლიცია ვარაუდობს, რომ გატაცება ორი უცხო ქვეყნის მოქალაქის მოწყობილია. 
მოჰამედ დეუიჯის გატაცების მოტივი უცნობია. Forbes-ის ინფორმაციით, მისი ქონება $1.5 მილიარდია. 
imedinews,ge

No comments:

Post a Comment