Pages

Friday, October 19, 2018

მედია: Google-ის აპლიკაციების პაკეტი სმარტფონების მწარმოებლებისთვის $40 ეღირება

სმარტფონების მწარმოებლებისთვის Google-ის აპლიკაციების პაკეტი ევროკავშირსა და Android-ს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში სავარაუდოდ 40 დოლარი ეღირება. ამის შესახებ The Verge-ი წერს.
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში    
გამოცემის ინფორმაციით, Android მოწყობილობების მწარმოებლები ვალდებულები იქნებიან თითოეულ სმარტფონზე $40 გადაიხადონ. გადასახადი სავარაუდოდ ქვეყნასა და გაჯეტზე იქნება დამოკიდებული. გადაწყვეტილება 2019 წლის 1 თებერვლიდან გააქტიურებულ Android მოწყობილობებს შეეხება. 
ევროკავშირში გამოშვებული Android მოწყობილობა სალიცენზიო გადასახადს 2018 წლის 29 ოქტომბრიდან დაექვემდებარება
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპელმა კანონმდებლებმა Google-ს 4.34 მილიარდი ევროს (დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი) გადახდა დააკისრეს. მიზეზი კონკურენტებთან ბრძოლაში ოპერაციული სისტემა Android-ის გამოყენება გახდა.
Android-ი მსოფლიოში წარმოებული მოწყობილობების დაახლოებით 80%-ში არის გამოყენებული. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment