Pages

Saturday, October 27, 2018

ბაზელის ტურნირზე ფედერერის მეტოქე გამოვლინდა

ბაზელში და ვენაში ATP-ის 500-იანი სერიის ტურნირების ფინალისტები გამოვლინდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Channelnewsasia ავრცელებს.
ვენაში, გადამწყვეტ მატჩში, ერთმანეთს იაპონელი კეი ნიშიკორი და სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონი დაუპირისპირდებიან, ბაზელის ტურნირის რვაგზის გამარჯვებული შვეიცარიელი როჯერ ფედერერი კი რუმინელ მარიუს კოპილიას.
რუმინელმა 1/8 ფინალში მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი ხორვატი – მარინ ჩილიჩი, ხოლო 1/2 ფინალში, რეიტინგის მეხუთე ჩოგბურთელი ალექსანდ ზვერევი დაამარცხა
imedinews.ge

No comments:

Post a Comment