Pages

Saturday, October 27, 2018

ცესკოში განმარტეს, თუ რა შემთხვევაში გაბათილდება ბიულეტენი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტეს, თუ რა შემთხვევაში გაბათილდება ბიულეტენი. როგორც ცესკოს  პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატი, არავინ არის შემოხაზული ან ყველა გადახაზულია, ბიულეტენი გაბათილდება.
"„ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც მან უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი, ან არცერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში“, – განმარტა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა.
დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია. 
არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს. ეს არის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლები პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ.
2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენს. არჩევნების ჩასატარებლად მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment