ქაბულში, ავღანეთის საარჩევნო კომისიის ცენტრალურ ოფისთან ახლოს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, შედეგად სულ მცირე 6 ადაიანი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავღანეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდასხმისას დაიჭრა საარჩევნო კომისიის 4 წევრი და ორი პოლიციელი.
ავღანეთში საპარლამენტო არჩევნები 20 ოქტომბერს გაიმართა. გამონაკლისი მხოლოდ ყანდაარის პროვინცია იყო, სადაც არჩევნები ერთი კვირით გადაიდო. მიზეზი მაღალჩინოსნებზე თავდასხმა იყო.
საპარლამენტო არჩევნები ავღანეთში ბოლოს 2010 წელს გაიმართა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment