სოციალური ქსელი Facebook-ი Messenger Kids-იდან ბავშვების ინფორმაციის არალეგალურად მოპარვაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ Multichannel-ი წერს.
ბრალდებები პირველად კოალიციური ჯგუფებისგან და ამერიკელი მომხმარებლისგან გაჟღერდა. ისინი ბავშების უფლებების დაცვას ითხოვენ. აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ ამის შესახებ რამდენიმე საჩივარი უკვე მიიღო. სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ Facebook-ი ბავშვების შესახებ ინფორმაციას არალეგალური გზით იღებდა და კონფიდენციალობის შესახებ წესებს არღვევდა.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ Facebook-ი უკანონოდ მიღებულ ინფორმაციას მესამე პირზე გაასხვისებს.
Facebook Messenger Kids-ი თავდაპირველად 2017 წლის დეკემბერში შეერთებული შტატებში ამოქმედდა. მოგვიანებით კი აპლიკაცია კანადაში, პერუსა და მექსიკაშიგახდა ხელმისაწვდომი. მესენჯერი 6-12 წლის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი.
Messenger Kids-ს iOS-სა და Android-ზე ნახევარ მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
2018 წელს ცნობილი გახდა, რომ „ფეისბუკის“ ათობით მილიონი მომხმარებლის მონაცემზე უკანონოდ მოიპოვა წვდომა კომპანია Cambridge Analytica-მ, რომელიც პოლიტიკური რეკლამის მიმართულებით საქმიანობდა, მათ შორის დონალდ ტრამპისთვისაც. ამის შემდეგ Facebook-მა მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოებაზე კონტროლი გაამკაცრა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment