გუდაურში კობიდან გადასვლა მალე საბაგირო გზით იქნება შესაძლებელი. ყველაზე გრძელი საბაგირო გზის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დაიწყო და 15 დეკემბერს დასრულდება. საბაგიროთი არა მარტო მოთხილამურეები არამედ მოსახლეობაც ისარგებლებს.
7.5 კილომეტრიანი გზის გავლა, რომელიც ჯვრის უღელტეხილს გვერდს აუვლის, 15 წუთში იქნება შესაძლებელი. კობი-გუდაურის საბაგირო გზა რეგიონში ყველაზე გრძელი იქნება. საბაგირო გზის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 82 მილიონი ლარი დაიხარჯა სამშენებლო სამუშაოებს შპს "ფერი" ახორციელებს.მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი შენგელიას განცხადებით, როცა ზამთარში, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების დროს, ჯვრის უღელტეხილზე გამავალი საავტომობილო გზა ჩაკეტილია, მსურველები ყაზბეგიდან გუდაურში გადასვლას საბაგიროთი შეძლებენ.
"კობიდან გუდაურში დამაკავშირებელი გზის მშენებლობა სათხილამურო სეზონის გახსნისთვის უკვე დასრულებული იქნება. მშენებლობა 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტექნიკურად ძალიან რთულად შესასრულებელი სამუშაოები იყო. საბოლოო ჯამში კობის დასაწყისიდან გუდაურში გადახვალ 15 წუთში.მთლიანად ჯვრის უღელტეხილს გვერდს აუვლის, ანუ კობიდან გუდაურში გადადის და ჩერდება ზუსტად იმ ადგილას, სადაც დღეს გუდაურის ცენტრალური სადგურია. კობიდან პირდაპირ ცენტრალურ სადგურს უკავშირდება. ამიტომ, გარდა მოთხილამურეებისა, ამ საბაგიროთი სარგებლობა ყველა ადამიანს შეეძლება ზვავის დროს.
პარალელურად კეთდება სათხილამური ტრასები, რომელიც დატესტვის რეჟიმში იქნება და მომავალი სეზონისთვის სრული დატვირთვით იმუშავებს", - უთხრა AMBEBI.GE-ს გიორგი შენგელიამ
ambebi.ge
No comments:
Post a Comment