Pages

Friday, November 23, 2018

დატკბით ყოველი დღით, თქვენ შვილებთან ურთიერთობით..." - მოდელი თიკო ჩხეიძე გარდაცვლილ ქალიშვილზე ემოციურ პოსტს წერს

აგ­ვის­ტო­ში, თბი­ლის­ში მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მე­კა­რის ნუკ­რი რე­ვიშ­ვი­ლისა და მო­დელ თიკო ჩხე­ი­ძის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, ტატა რე­ვიშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა. ოჯა­ხის ტრა­გე­დია მთელ­მა ქვე­ყა­ნამ გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა და სამ­ძი­მა­რი გა­მო­ხა­ტა...
თიკო ჩხე­ი­ძე ქა­ლიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ხში­რად წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ემო­ცი­უ­რი პოს­ტე­ბის კო­მენ­ტა­რებ­ში, რე­ვიშ­ვი­ლე­ბის ოჯახს გამ­ძლე­ო­ბას უსურ­ვე­ბენ. ახ­ლა­ხან, თიკო ჩხე­ი­ძემ "ინ­სტაგ­რა­მის" პი­რად გვერ­დზე ქა­ლიშ­ვი­ლის ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც მისი თქმით, პირ­ვე­ლად ტა­ტას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ნახა. ვი­დე­ო­ში 9 წლის გო­გო­ნა რუ­სუ­ლად სა­უბ­რობს და ამ­ბობს რომ ის "კოს­მო­სუ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბაა", შე­უძ­ლია გაქ­რეს და გახ­დეს უხი­ლა­ვი...ეს ვი­დეო პირ­ვე­ლად რომ ვნა­ხე, ტატა უკვე აღარ მყავ­და. ტე­ლე­ფო­ნი ხე­ლი­დან გა­მი­ვარ­და... შე­ე­ცა­დეთ დატ­კბეთ ყო­ვე­ლი დღით თქვენ შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით! ადა­მი­ანს შვილ­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა არ გა­აჩ­ნია. მათ ზე­მოთ არა­ფე­რი დგას, გარ­და ღმერ­თი­სა (ღმერ­თი, რო­მელ­ზეც რაც არ უნდა ნა­წყე­ნი იყო ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, მა­ინც თავ­დახ­რი­ლი თხოვ მი­ტე­ვე­ბას) შვი­ლი არის გვირ­გვი­ნი, სი­ნათ­ლე ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის.
შე­ე­ცა­დეთ აუს­რუ­ლოდ მათ სურ­ვი­ლე­ბი, უბ­რა­ლოდ არ უნდა და­გე­ზა­როთ მათი სურ­ვი­ლის მოს­მე­ნა, მათ­თან სა­უ­ბა­რი. აღ­მო­ა­ჩენთ რომ მათ ჩვენ­თან ჩა­ხუ­ტე­ბის და სიყ­ვა­რუ­ლის გარ­და, თით­ქმის არ აქვთ სხვა სურ­ვი­ლე­ბი... და რამ­დენ სიყ­ვა­რულს ვკარ­გავთ ყო­ველ­დღე" - წერს თიკო ჩხე­ი­ძე ქა­ლიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment