Pages

Thursday, November 22, 2018

ნაციონალების საწინააღმდეგო ბანერები ახალციხეშიც გამოჩნდა

ახალციხეში "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო ბანერები გამოჩნდა წარწერებით: "არა ნაცებს, არა ბოროტებას", "ირჩევ ვაშაძეს–იღებ სააკაშვილს", "ირჩევ ვაშაძეს–იღებ ადეიშვილს", "ირჩევ ვაშაძეს–იღებ გვარამიას", "ირჩევ ვაშაძეს–იღებ ვაშაძეს". ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ახალციხეში ნაციონალების ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი ბარძიმაძე ამბობს, რომ პლაკატები სუსმა გააკრა. "ქართული ოცნების" ახალციხის საოლქო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პლაკატები მათ მხარდამჭერებს არ გაუკრავთფოტო: სამხრეთის კარიბჭე
ასეთი შინაარსის ბილბორდები თბილისშიც განთავსდა. 
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 28 ნოემბერს მოსახლეობა ორ კანდიდატს შორის გააკეთებს არჩევანს, - „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის. 
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების - 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment