Pages

Thursday, November 22, 2018

6 წლის ბრიტანელი გოგო სკოლაში თანატოლების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა

დიდ ბრიტანეთში 6 წლის გოგო სკოლის სათამაშო მოედანზე თანასკოლელი ბიჭების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. როგორც BBC წერს, ბავშვის მშობლებმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან მომხდარის გამო კომპენსაცია მიიღეს, რომელიც ბავშვს რეაბილიტაციასა და სამომავლოდ ცხოვრებაში დაეხმარება.
BBC-ის ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უზენაესმა სასამართლომ დაწყებითი სკოლის მოსწავლე ბიჭების მხრიდან სექსუალური ძალადობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. 
6 წლის ბავშვის დედის თქმით, შვილს დაჯდომისას დისკომფორტი ჰქონდა და ამას მშობლებს გარკვეული პერიოდი უმალავდა. ამასთან, როგორც შემდეგ გაირკვა, ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი თანასკოლელი მოზარდი ბიჭების მხრიდან არაერთხელ გამხდარა. 
სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მშობლები დაობდნენ, რომ სკოლამ ვერ უზრუნველყო ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო, ასევე ვერ დაატრენინგა სკოლის სტაფი, რათა მათ საშიში ნიშნების შემჩნევა შეძლებოდათ.
BBC-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთში როდესაც დანაშაულს 10 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვი ჩადის, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დგება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment