Pages

Thursday, November 29, 2018

ანატოლი ბიბილოვი: მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვა არჩევნებში. ბიბილოვის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, რადგან ის საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს.
ანატოლი ბიბილოვი ფიქრობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოვა ხელისუფლებაში, სალომე ზურაბიშვილი თუ გრიგოლ ვაშაძე, რადგან ისინი არ აღიარებენ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.
"არცერთ მათგანს არ აქვს სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების დალაგების სურვილი", - თქვა ბიბილოვმა. 
ცესკოს საბოლოო მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.52% (1 147 627 ხმა) აიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი ამომრჩეველთა 40.48%-მა (780 633 ხმა) დაუჭირა მხარი.
28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ, 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.
პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment