საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები FIFA-ს რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ განახლებული რეიტინგი დღეს გამოაქვეყნა, რის თანახმადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები 89-ე ადგილზე იმყოფებოდა.
ოქტომბრის რეიტინგში ჩვენი გუნდი 92-ე პოზიციას იკავებდა.ნოემბერში საქართველოს ნაკრებმა 2 მატჩი გამართა, ანდორასთან ფრედ 1:1 ითამაშა, ყაზახეთი კი 2:1 დაამარცხა და ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაძლია.
რაც შეეხება FIFA-ს რეიტინგის ლიდერებს, პირველ ადგილს ბელგია იკავებს, მეორე საფრანგეთია, მესამე პოზიციაზე ბრაზილისს ეროვნული ნაკრები იმყოფება, მეოთხე ხოვატიაა, ინგლისელები კი რეიტინგში მეხუთე ადგილზე არიან.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment