Pages

Thursday, November 22, 2018

ევროკომისიის გვერდზე საქართველოს დროშიანი წინდები გამოაქვეყნეს

დღეს ჩვენს პარტნიორობაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. საქართველო - ქვეყანა, რომელიც ვაჟკაცი და ამბიციური ადამიანების გაშენებულია. ვალდებულებები, რომელიც საქართველოს აკისრია ევროკავშირის მიმართ, მნიშვნელოვანია წინსვლისთვის. მოდი, ჩავიცვათ ჩვენი ფეხსაცმელი და გავუყვეთ ერთად გზას, ვუყუროთ მომავალს და დავუახლოვოთ საქართველო ევროკავშირს“, - დაწერეს ევროკომისიის ოფიციალურ Instagram-ზე. 
პოსტი ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან კლოდ იუნკერის და საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე  სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში 20 ნოემბერს გაემგზავრა.  2018 წლის სამოქმედო გეგმასა და ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის შეთანხმებების გაფორმების შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, უმაღლესი დონის შეხვედრა თანამშრომლობის ახალი და უნიკალური ფორმატია, რომლის მსგავსიც ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან არ გააჩნია. ის ნათლად წარმოაჩენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას
imedinews.ge

No comments:

Post a Comment