Pages

Monday, December 17, 2018

ადგილები, სადაც 2018 წელს ყველაზე მეტი ავტოავარია მოხდა თბილისში

2018 წლის 10 თვეში, თბილისში 2 590 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 74 პირი დაიღუპა, 3 207 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" შსს-დან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიმდინარე წლის ნოემბრამდე თბილისში ყველაზე მეტი - 112 ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე მოხდა, შედეგად კი 6 ადამიანი დაიღუპა. ავტოავარიების სიხშირით მეორე ადგილზე აღმაშენებლის ხეივანია, სადაც 2018 წლის 10 თვეში 80 ავარიის შედეგად, 4 პირი დაიღუპა, მესამე ადგილზე კი 78 შემთხვევით მტკვრის მარცხენა სანაპიროა, სადაც 5 ადამიანი დაიღუპა.
2017 წელს 2934 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც 87 ადამიანი დაიღუპა, 3 207 კი დაშავდა.
შსს-ის ინფორმაციის მიხედვით, ჩამოთვლილი ქუჩების გარდა, მიმდინარე წელს გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, გურამიშვილისა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირებზე, გორგასლისა და ხიზანიშვილის ქუჩებზე, ასევე რუსთავის გზატკეცილზე ფიქსირდებოდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment