ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველები იყვნენ. უკავშირებოდა თუ არა მათი მობილიზება გუშინ, ველისციხეში მომხდარ აქციას გუნდში ამას ვერ ამბობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ დავით კირკიტაძის მიმართ გამოძიება პოლიციელის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს. 16 დეკემბერს, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქციების დროს 10-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გვიან ღამე, 7 დაშავებული პოლიციელი გურჯაანის საავადმყოფოშ მოინახულა და კომენტარიც გააკეთა. მისი განცხადებით, პოლიციელებზე ძალადობის თითოეულ ფაქტზე გამოძიება ჩატარდება და ყველა აგებს პასუხს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციასა და ბიბლიაზე ფიცი დადო და ამ რანგში პირველი სიტყვაც წარმოთქვა.
პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ საქართველოში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment