Pages

Thursday, December 20, 2018

მეტრო აეროპორტამდე - თბილისში 8 ახალი მეტროსადგური აშენდება და 80 მლნ დაიხარჯება

თბი­ლის­ში და­ახ­ლო­ე­ბით რვა ახა­ლი მეტ­რო­სად­გუ­რი აშენ­დე­ბა, ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მგზავ­რებს სამ­გო­რი­დან აე­რო­პორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­წის­ზე­და მეტ­რო მო­ემ­სა­ხუ­როს. და­ახ­ლო­ე­ბით, 80 მი­ლი­ო­ნი და­ი­ხარ­ჯე­ბა ამ პრო­ექ­ტში, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ თბი­ლის­ში და­გეგ­მი­ლი მი­წის­ზე­და მეტ­როს პრო­ექ­ტზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.
ასე­ვე, კა­ლა­ძემ პრე­მი­ე­რის მიერ მთავ­რო­ბის წლი­უ­რი ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნაც შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც 2018 წელს გან­ხორ­ცი­ელ­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.
"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც ამ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­კეთ­და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. არ დარ­ჩე­ნი­ლა დარ­გი, რო­მელ­საც პრე­მი­ე­რი არ შე­ხე­ბია. ცხა­დია, ამით თვითკმა­ყო­ფი­ლი არა­ვინ არის, ქვე­ყა­ნა­ში არის ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა, პრობ­ლე­მა, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა ღირ­სე­უ­ლი პა­სუ­ხე­ბი. მან ასე­ვე ისა­უბ­რა გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­ფორ­მა­ზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ასე­ვე, პრე­მი­ერ­მა ისა­უბ­რა ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ერთ-ერთი ასე­თი არის ახა­ლი მი­წის­ზე­და მეტ­როს გა­კე­თე­ბა დე­და­ქა­ლაქ­ში სამ­გო­რი­დან ლი­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით. და­ახ­ლო­ე­ბით რვა ახა­ლი მეტ­რო­სად­გუ­რი აშენ­დე­ბა ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში და ასე­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სამ­გო­რი­დან აე­რო­პორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­ემ­სა­ხუ­როს მი­წის­ზე­და მეტ­რო მგზავ­რებს. და­ახ­ლო­ე­ბით, 80 მი­ლი­ო­ნი და­ი­ხარ­ჯე­ბა ამ პრო­ექ­ტში. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­მო­ცხად­დე­ბა ტენ­დე­რი და წლის ბო­ლოს­თვის გვექ­ნე­ბა ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია პრო­ექ­ტის სა­ხით და და­ვი­წყებთ მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას", - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment