თბილისში დაახლოებით რვა ახალი მეტროსადგური აშენდება, ასევე შესაძლებელი იქნება მგზავრებს სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტრო მოემსახუროს. დაახლოებით, 80 მილიონი დაიხარჯება ამ პროექტში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისში დაგეგმილი მიწისზედა მეტროს პროექტზე საუბრისას განაცხადა.
ასევე, კალაძემ პრემიერის მიერ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ყველა პროექტი, რომელიც 2018 წელს განხორციელდა, მნიშვნელოვანია.
"ძალიან მნიშვნელოვანია ის ყველაფერი, რაც ამ წლის განმავლობაში გაკეთდა სხვადასხვა მიმართულებით. არ დარჩენილა დარგი, რომელსაც პრემიერი არ შეხებია. ცხადია, ამით თვითკმაყოფილი არავინ არის, ქვეყანაში არის ბევრი გამოწვევა, პრობლემა, რომელსაც სჭირდება ღირსეული პასუხები. მან ასევე ისაუბრა განათლების მიმართულებით რეფორმაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, პრემიერმა ისაუბრა ინფრასტრუქტურულ მიმართულებებზე, რომელიც მომავალში განხორციელდება და ერთ-ერთი ასეთი არის ახალი მიწისზედა მეტროს გაკეთება დედაქალაქში სამგორიდან ლილოს მიმართულებით. დაახლოებით რვა ახალი მეტროსადგური აშენდება ამ პროექტის ფარგლებში და ასევე, შესაძლებელი იქნება სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით მოემსახუროს მიწისზედა მეტრო მგზავრებს. დაახლოებით, 80 მილიონი დაიხარჯება ამ პროექტში. უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი და წლის ბოლოსთვის გვექნება ზუსტი ინფორმაცია პროექტის სახით და დავიწყებთ მის განხორციელებას", - აღნიშნა კალაძემ.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment