Pages

Saturday, December 1, 2018

ზაზა სარალიძე: დღევანდელი დღე ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია

სიტყვებიც არ მყოფნის, როგორ აღვწერო დღევანდელი დღე, მეზიზღება. ისეთ დღეში ვარ, ვერც სახლში ვჩერდები, ვერც გარეთ. დილით საფლავზე ვიყავი ასული, შუადღესაც ავალ და საღამოსაც. დღევანდელი დღე ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია“, - აცხადებს  ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძე. მის განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
მისი თქმით, დღეს, 14:00 საათისთვის შეიკრიბებიან რუსთაველის გამზირზე და მსვლელობით მივლენ ტრაგედიის ადგილზე, ხორავას ქუჩაზე.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment