სიტყვებიც არ მყოფნის, როგორ აღვწერო დღევანდელი დღე, მეზიზღება. ისეთ დღეში ვარ, ვერც სახლში ვჩერდები, ვერც გარეთ. დილით საფლავზე ვიყავი ასული, შუადღესაც ავალ და საღამოსაც. დღევანდელი დღე ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია“, - აცხადებს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძე. მის განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
მისი თქმით, დღეს, 14:00 საათისთვის შეიკრიბებიან რუსთაველის გამზირზე და მსვლელობით მივლენ ტრაგედიის ადგილზე, ხორავას ქუჩაზე.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment