ველისციხესთან დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიციის უფროსი თემურ კუპატაძე მივიდა.
მან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ ლიდერებს მიმართა, რომ თელავში წასვლის მხრივ პრობლემა არ აქვთ, შეუძლიათ ყვარლის მიმართულებით გადაადგილება, ხოლო გზა ველისციხესთან უსაფრთხოების ზომების ფარგლებში იყო ჩაკეტილი.
“გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელმა ნიკა მელაიამ თემურ კუპატაძეს უნამუსო და კორუმპირებული უწოდა და მიმართა, რომ პოლიციას არ ჰქონდა მათთვის გადაადგილების შეზღუდვის უფლება.კუპატაძემ კი მელიას პროვოკატორი უწოდა.
მათ შორის შელაპარაკებას ფიზიკური გაწევ-გამოწევა მოჰყვა.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment